Galt & Taggart-ის თბილისში საოფისე უძრავ ქონების მიმოიხილვის მიხედვით, თბილისში გასაქირავებელი ბიზნეს ცენტრების ფართი ბოლო ათწლეულში თითქმის გაორმაგდა და 2028 წლის ბოლოს დამატებით 28%-ით გაიზრდება.

Galt & Taggart-ი პროგნოზირებს, რომ 2026-2028 წლებში, დაგეგმილი პროექტების მიხედვით, ბაზარს 100 ათ. კვ.მ დაემატება, რომელთა 60% მაღალი კლასის იქნება, 40% კი საშუალო.

მიმოხილვის მიხედვით, მაღალ კლასში მოთხოვნას ძირითადად უცხოური კომპანიები, განსაკუთრებით უცხოური ფინანსური და IT სექტორები ქმნის.  თუმცა 2028-მდე ამ ზრდის შენელებაა მოსალოდნელი, მაშინ როცა მიწოდება სწრაფად იზრდება.