სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი ერევანში სავსე ტრიბუნების წინაშე ჩატარდება, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ერევანში ერთა ლიგის პლეი ოფის შეხვედრა რესპუბლიკურ სტადიონზე გაიმართება. ცნობილია, რომ გულშემატკივრებს 13 000 ბილეთის შეძენა შეეძლოთ. მატჩი უეფა-ს ერთა ლიგის პლეი ოფის ფარგლებში 20 მარტს შედგება, საპასუხო შეხვედრა კი 23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზეა“ დაგეგმილი.

ამ თამაშებს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში B დივიზიონში იასპარეზებს.

1tv.ge