დუბლინში დაიწყეს სრულად ავტომატიზებული მეტროს ხაზის პროექტირება, სადაც მატარებლები მემანქანის გარეშე იმოძრავებენ და მათ დისტანციურად გააკონტროლებენ ოპერატორები მართვის ცენტრიდან – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. 

როგორ იმუშავებს ეს? MetroLink-ის მატარებლები კომპიუტერული სიგნალიზაციის სისტემის კონტროლის ქვეშ იმოძრავებენ. მათ დააყენებენ კონკრეტულ სიჩქარეზე, ხოლო გამგზავრება, დამუხრუჭება, კარების გაღება და დახურვა სრულიად ავტომატური იქნება.

მატარებლები, სადგურები და პლატფორმები ერთიანი საკონტროლო ცენტრიდან 24/7 რეჟიმში გაკონტროლდება.