„კომერსანტის თემის“ ეთერში Diverse Travel-ის დამფუძნებელმა ნიკა კვარაცხელიამ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის გამო გამყვან ტურებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა სიტუაცია შედარებით სტაბილურია, მოთხოვნა კვლავ დაბალ ნიშნულზე რჩება.
„ირანის ომი გამყვან ტურიზმზე მძიმედ აისახა. პირველ რიგში, გაძვირდა ავიასაწვავი, რამაც ფრენებზე ფასების მატება გამოიწვია. გარდა ამისა, საომარმა ქმედებებმა შემოიტანა ბევრი ბუნდოვანება, რის გამოც მომხმარებელმა თავის შეკავება არჩიეს მოგზაურობას. შესაბამისად, მოთხოვნა გამყვან ტურიზმზე მნიშვნელოვნად შემცირდა. დღესაც დაძაბულობა კვლავ არსებობს, რის გამოც მოთხოვნა კვლავ მნიშვნელოვნადაა შემცირებული“. - განაცხადა ნიკა კვარაცხელიამ.