დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 521 მლნ ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 94 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 31 მლნ ლარი. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 802 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 528 მლნ ლარს.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი პრემია იმედი L-მა; თიბისი დაზღვევამ და ჯიპიაიმ მიიღო.
ყველაზე მეტი პრემია სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით არის მოზიდული, რომლის მოცულობაც 2026 წლის პირველ კვარტალში 303 მლნ ლარი შეადგინა. ეს გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით თითქმის 22%-იანი ზრდაა. მეორე ადგილზეა ავტოდაზღვევა, რომელზეც ჯამში 9.5%-ით მეტი 93.5 მლნ ლარი იქნა მოზიდული. მესამე ადგილზეა სიცოცხლის დაზღვევა, რაც წლიურ ჭრილში თითქმის 26%-ით 40.7 მლნ ლარამდე გაიზარდა.
დაზღვევის საქმიანობიდან სულ ანაზღაურებული ზარალი 2025 წლის 3 თვეში შეადგენდა 177 მლნ ლარს, ხოლო 2026 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 200 მლნ ლარამდე გაიზარდა.
ყველაზე მეტი ზარალი 2026 წლის 3 თვეში აანაზღაურა ჯიპიაიმ (36 მლნ ლარი), რომელსაც მცირედით ჩამორჩება თიბისი(31 მლნ ლარი); მესამე ადგილზეა ალდაგი 25 მლნ ლარით.