ამ მაჩვენებელმა ყველა პროგნოზს გადააჭარბა. ვენესუელა ემზადება თითქმის 240 მილიარდი დოლარის ვალის აღიარებისთვის, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ბაზრის მიერ ადრე შეფასებულ 150-200 მილიარდ დოლარს. Financial Times-ის ცნობით, ეს კარაკასს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური რესტრუქტურიზაციის წინაშე დააყენებს, რომელიც 2012 წელს საბერძნეთის რეკორდულ დეფოლტსაც კი გადააჭარბებს.

ეს ნაბიჯი ქვეყანაში მიმდინარე მკვეთრ პოლიტიკურ ცვლილებებს მოჰყვა. იანვარში ნიკოლას მადუროს დაპატიმრების შემდეგ, ქვეყანას სათავეში მოვალეობის შემსრულებელი პრეზიდენტი დელსი როდრიგესი და მკაფიო მიზანი დაისახა: წლის ბოლომდე მიაღწიოს შეთანხმებას კრედიტორებთან და დააბრუნოს ვენესუელა საერთაშორისო ბაზრებზე, საიდანაც ის ფაქტობრივად თითქმის ათი წლის განმავლობაში იყო მოწყვეტილი.

ბრიტანული გაზეთის ცნობით, ამერიკული ბანკი Centerview Partners, რომელიც კონსულტანტად დაიქირავეს, ფინანსური მდგრადობის გეგმაზე მუშაობას ამთავრებს, რომელიც ივლისის დასაწყისში გამოქვეყნდება. უკვე ამ თვეში კარაკასის ხელისუფლება წარადგენს მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომელიც დამთრგუნველ სურათს შეიცავს: ეკონომიკა დაახლოებით 100 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, უგო ჩავესის მმართველობის ბოლო წელს, 2012 წელს, 370 მილიარდ დოლართან შედარებით.

ვრცლად euronews – ზე