Brent–ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 75 დოლარზე დაბლა დაეცა, რაც თებერვლის ბოლოს ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემდეგ პირველად მოხდა. ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის ნავთობის აგვისტოს ფიუჩერსები 2.58 დოლარით (3.35%-ით) დაეცა და ბარელზე 74.5 დოლარი შეადგინა.

ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის მიწოდების აღდგენის მტკიცებულებების ფონზე, კონტრაქტის ფასი 27 თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.

ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე NYMEX-ის ელექტრონულ ვაჭრობაზე აგვისტოს WTI-ის ფიუჩერსების ფასი 2.29 დოლარით (3.13%-ით) დაეცა და ბარელზე 70.92 დოლარი შეადგინა.

წყარო: interfax