უნგრეთმა უკრაინისთვის განკუთვნილ 6,6 მილიარდი ევროს ოდენობის ევროკავშირის სამხედრო დახმარებაზე ვეტო მოხსნა ,- ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Reuters ავრცელებს.

წყაროს მიხედვუთ, უნგრეთის პრემიერმინისტრ პეტერ მადიარის მთავრობამ ოფიციალურად დაასრულა ევროპის მშვიდობის ფონდზე (EPF) ორწლიანი ბლოკადა, რამაც გაათავისუფლა 6,6 მილიარდი ევრო დაუყოვნებლივი დაფინანსება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის იმ იარაღის კომპენსაციისთვის, რომელიც მათ უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს მიაწოდესPolitico-ს 1 ივნისის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ბუდაპეშტის საგარეო პოლიტიკაში ფუნდამენტურ შემობრუნებას ნიშნავს, რადგან ვიქტორ ორბანის წინა ადმინისტრაცია ერთსულოვანი თანხმობის მოთხოვნას ფონდის მუშაობის შესაფერხებლად იყენებდა, რამაც ასანაზღაურებელი თანხების დაგროვება გამოიწვია და 40 მილიარდ ევროზე მეტი შეადგინა

 გადაწყვეტილების შეცვლა უნგრეთის წარმომადგენელმა ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე გამოაცხადა, რაც მოგვიანებით რამდენიმე ევროპელმა დიპლომატმაც დაადასტურა. ამ დაბრკოლების გადალახვით, ახალი მთავრობა მიზნად ისახავს ფინანსური ტვირთის უფრო სამართლიან განაწილებას ევროკავშირის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მუდმივად აწვდიდნენ სამხედრო აღჭურვილობას კიევს

როგორც POLITICO აღნიშნავს, ევროპის მშვიდობის ფონდი ფუნქციონირებს როგორც გადამწყვეტი მექანიზმი, რომელიც ფარავს ეროვნული მარაგებიდან ფრონტის ხაზზე გადაცემული საბრძოლო მასალისა და იარაღის ღირებულების დაახლოებით 40%-ს. ვეტოს მოხსნის შემდეგ, ევროკავშირის ოფიციალური პირების ამოცანაა ამ სახსრების განაწილების პროტოკოლების დასრულება და მომავალი მოთხოვნების პროცედურების დადგენა