2055 წელს ბუნებრივ აირზე გლობალური მოთხოვნა 2024 წლის დონესთან შედარებით 31%-ით გაიზრდება და 5.4 ტრილიონ კუბურ მეტრს მიაღწევს – ამის შესახებ ბაქოს ენერგეტიკის კვირეულზე გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის (GECF) გენერალურმა მდივანმა, ფილიპ მშელბილამ განაცხადა.

„ბუნებრივი აირი გლობალურ ენერგეტიკულ ბალანსში თავის პოზიციას აძლიერებს. პროგნოზების თანახმად, ბუნებრივ აირზე გლობალური მოთხოვნა 2055 წლისთვის დაახლოებით 31%-ით გაიზრდება - 2024 წლის დაახლოებით 4.1 ტრილიონი კუბური მეტრიდან 2055 წელს დაახლოებით 5.4 ტრილიონ კუბურ მეტრამდე. მისი წილი გლობალურ ენერგეტიკულ ბალანსში 23%-დან 26%-მდე გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გაზი დამაჯერებლად შეინარჩუნებს გლობალური ენერგომოხმარების მყარ მეოთხედს“, - თქვა მან.

მშელბილა მიიჩნევს, რომ გაზზე მოთხოვნის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა ელექტროენერგიის ინდუსტრია იქნება, ენერგეტიკული სისტემების მასშტაბური ელექტრიფიკაციის ფონზე.

ვრცლად interfax – ზე