კომპანია HEAN Georgia-ს დამფუძნებელმა მარიამ ხუციშვილმა რადიო „კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას კოსმეტიკურ პროდუქტებთან მიმართებით მომხმარებლის ქცევა შეაფასა.

მისი თქმით, ქართველი მომხმარებელი ბოლო წლებში გაცილებით მომთხოვნი გახდა, რადგან პროდუქტის შესყიდვის დროს არა მხოლოდ ფასს, არამედ სხვა სახის ინფორმაციის მიღებასაც დიდ დროს უთმობს.

პარფიუმერიის მიმართ ქართველი მომხმარებელი ბევრად მომთხოვნი გახდა.  თუ ადრე მთავარი კითხვა იყო კოსმეტიკის ღირებულება რამდენია, ახლა უკვე გვეკითხებიან რომელ ქვეყანაში იწარმოება, იტესტება თუ არა ცხოველებზე, არის თუ არა ვეგანური, არის თუ არა მდგრადი და ასე შემდეგ.

ჩვენი არსებული სტენდი სწორედ ამ ცოცხალ კომუნიკაციას უწყობს ხელს, რადგან ფიზიკურ ადგილზე მათ შეუძლია გამოსცადონ პროდუქტი, მიიღონ ინფორმაცია მის შესახებ. ჩვენ ფიზიკური სტენდის კონცეფცია სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ, რომ არ ყოფილიყო მხოლოდ ონლაინ გაყიდვები, არამედ მომხმარებელს მიეღო ადგილზევე დეტალური ინფორმაცია“, - განაცხადა მარიამ ხუციშვილმა.