დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის 86 მოქალაქესა და კომპანიას დაუწესა სანქციები. სიაში მოხვდა Росатом-ის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციები: Тинькофф Банк-ი, Росбанк-ი, АФК Система, Северсталь-ი, Полюс-ი და სხვა კომპანიები. ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის ვებსაიტზეა ნათქვამი.

რუსული მედია წერს, რომ სანქციების ქვეშ მოხვდა Росатом-თან ასოცირებულ 9 ორგანიზაცია, მათ შორის კომპანია UMATEX-ი, რომელიც აწარმოებს კომპოზიტურ მასალებს, ასევე საწარმო Тринити, რომელიც ლაზერულ სისტემებს ავითარებს.

სანქციების ქვეშ მოექცა ბიზნესმენი, რუსული სპილენძის კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იგორ ალტუშკინი, ისევე როგორც რვა სხვა მეტალურგიული კომპანია, მათ შორის Северсталь, Полюс-ი და მაგნიტოგორსკის მეტალურგიული კომპანია. დიდმა ბრიტანეთმა ასევე აკრძალა რუსული ალუმინის, ნიკელის და სპილენძის იმპორტი.

სანქციები დაწესდა ასევე სატრანსპორტო მომსახურებასთან დაკავშირებული 24 ფიზიკური პირისა და კომპანიის მიმართ. სიაში შედის Pawell Shipping Co და სახელმწიფო მარცვლეულის ოპერატორი. დიდი ბრიტანეთი მათ უკრაინული მარცვლეულის სისტემატურ ქურდობაში ადანაშაულებს. სანქციები დაწესდა ექვსი რუსული გადამზიდავი კომპანიის, მათ შორის სატრანსპორტო ჯგუფ -ს FESCO-ს და Sun Ship Management-ის მიმართ, რომლის საქმიანობას ბრიტანეთის ხელისუფლება Совкомфлотом-ს უკავშირებს.

სანქციების სიაში თავდაცვის საწარმოს კიდევ 20 ხელმძღვანელი მოხვდა. მათ შორის არიან ტრანსპორტის მინისტრის ყოფილი მოადგილე, პრეზიდენტი და „კალაშნიკოვის“ კონცერნის მფლობელი ალან ლუშნიკოვი და საწარმოს გენერალური დირექტორი ვლადიმირ ლეპინი. შემაკავებელი ზომები ასევე შემოღებულ იქნა Балакиревск-ის მექანიკური ქარხნის მიმართ, რომელიც აწარმოებს ქვეითსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს, და Мотовилихински ქარხნის მიმართ, რომელიც საარტილერიო ნაწილებს აწარმოებს.

ფინანსურ სექტორში ბრიტანეთის სანქციები შეეხო: Дом.РФ-ს, АФК Система-ს, Металлинвестбанк-ს, Росбанк-ს დაТинькофф Банк-ს.