გერმანულმა საფოსტო და ლოჯისტიკურმა კომპანიამ DHL Group-მა (ყოფილი Deutsche Post DHL Group) 2024 წლის მეოთხე კვარტალში წმინდა მოგება გაზარდა 12%-ით, შემოსავალი 6%-ით.

კომპანიამ დააანონსა ხარჯების შემცირების გეგმა.

გეგმა ითვალისწინებს 8000 სამუშაო ადგილის შემცირებას გერმანიის საფოსტო და ამანათების მიწოდების განყოფილებაში (Post & Parcel Germany) 2025 წლისთვის. ამ განყოფილების პერსონალი დაახლოებით 187 ათასი ადამიანია.

მთლიანობაში, კომპანია მიზნად ისახავს მიაღწიოს წლიური ხარჯების 1 მილიარდ ევროზე მეტით დაზოგვას 2027 წლისთვის სხვადასხვა ღონისძიებების მეშვეობით ბიზნესის ყველა მიმართულებაში.

interfax