Carlsberg გეგმავს 100 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციას განახორციელოს ყაზახეთში უალკოჰოლო სასმელების წარმოების ქარხნის მშენებლობაში, რაც გააორმაგებს მის მთლიან ბიზნეს–მოცულობას – იტყობინება კომპანიის ვებგვერდი.

„მოსალოდნელია, რომ ახალი ინვესტიცია გამოიმუშავებს ორნიშნა ანაზღაურებას ინვესტირებულ კაპიტალზე (ROIC) პირველი წლიდან და გაზრდის ჯგუფის ROIC-ს მესამე წლისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

Carlsberg Group–მა და PepsiCo, Inc.–მა გამოაცხადეს სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოება ახალი შეთანხმების ხელმოწერით, რომლის მიხედვითაც, 2026 წლის 1 იანვრიდან Carlsberg–ი გახდება PepsiCo–ს სასმელების მწარმოებელი ყაზახეთსა და ყირგიზეთში.

interfax