2024 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $290.6 მლნ შეადგინა, რაც 2.59%-ით ნაკლებია ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ($298,1 მლნ). მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტი თანხა $70,6 მლნ RIA-ს არხებით გადმოირიცხა, რამაც მთლიანი გადმორიცხული თანხის 24.3% შეადგინა.
Zolotaia Korona-დან საქართველოში $65,5 მლნ-ის გზავნილი განხორციელდა, რამაც აგვისტოში გადმორიცხული მთლიანი თანხის 22.6% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ Zolotaia Korona-დან საქართველოში გადმორიცხული ფული მიმდინარე წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში უმეტესად კლებაშია.
Money Gram-ის არხებით აგვისტოში $59,1 მლნ გადმოირიცხა, ამ მაჩვენებელმა მთლიანი გადმორიცხული თანხის 20.3% შეადგინა.
Western Union-ით აგვისტოში $58,7 მლნ გადმოირიცხა, რამაც მთლიანი გადმორიცხული თანხის 20.2% შეადგინა.
Intel Express–ს რაც შეეხება, მიმდინარე წლის აგვისტოში ჯამში $32,8 მლნ გადმოირიცხა, რამაც მთლიანი გადმორიცხული თანხის 11.3% შეადგინა.
Rico Gram-დან აგვისტოში $3,2 მლნ-ის თანხა გადმოირიცხა, რაც მთლიანი გადმორიცხული თანხის 1.1%-ია