T&E-მ, ბრიუსელში დაფუძნებულმა კომპანიამ, რომელიც ევროპაში მდგრადი ტრანსპორტის სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს აერთიანებს, გამოაქვეყნა კვლევა ევროკავშირის ბაზარზე ელექტრო მანქანების სტატუსის შესახებ.

კვლევაში ნათქვამია, რომ ელექტრომობილების გაყიდვების სწრაფი ზრდა მოსალოდნელია 2025 წელს და ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის კლიმატის მიზნების მიღწევას. კვლევაში, მიმდინარე წლის პირველ ნახევრის გაყიდვებზე და პროგნოზებზე დაყრდნობით, იწინასწარმეტყველეს, რომ ელექტრომობილების წილი მთლიან გაყიდვებში მომავალ წელს 24%-ს მიაღწევს.

შეგახსენებთ, რომ ზოგიერთმა მწარმოებელმა ევროკავშირს სთხოვა გაყიდვების სტაგნაციის გამო ნახშირბადის შემცირების მიზნები გადაედო. კვლევაში ნათქვამია, რომ ელექტრომობილების მწარმოებლები ევროკავშირის ემისიების შემცირების სექტორის მიზნებს მომავალ წელს 60%-ით შეასრულებენ.

კვლევაში ხაზგასმით აღინიშნა ასევე, რომ ემისიების შემცირებას ხელს შეუწყობს 25 ათას ევრომდე ღირებულების 7 ახალი ხელმისაწვდომი ელექტრომობილის მოდელი, რომლებიც უკვე გამოვიდა ან 2024 და 2025 წლებში გამოვა.

მეორე მხრივ, ბოლო თვეების განმავლობაში ევროკავშირში ელექტრომობილების გაყიდვები შენელდა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ელექტრომობილებს ევროკავშირში ბაზრის 14% ჰქონდათ.

ბიზნესპრესნიუსი