„გარდიანის“ ცნობით, ბრიტანული ბანკების ხელმძღვანელები პირველ შეხვედრას გეგმავენ Visa-სა და Mastercard-ის ეროვნული ალტერნატივის შესაქმნელად.

როგორც მედია წერს, რომ მთავარი მიზეზი ბანკირების შეშფოთებაა, რომ აშშ-მა შესაძლოა, გათიშოს ამერიკული გადახდის სისტემები.

„გარდიანის“ ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ბოლო მუქარებმა გააძლიერა შიში, რომ ამერიკულ კომპანიებზე გადაჭარბებულმა დამოკიდებულებამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას დიდ ბრიტანეთში გადახდებს და მთლიანად ეკონომიკას.

შეხვედრა, რომელსაც Barclays UK-ის აღმასრულებელი დირექტორი ვიმ მარუ უხელმძღვანელებს, 19 თებერვალს გაიმართება.