Bitcoin-ის ფასი მე-4 დღეა იკლებს და ამ დროისთვის $86 000-ს შეადგენს.

გასული კვირის განმავლობაში მკვეთრად დაეცა ბიტკოინის ღირებულება და ის ამჟამად 86,000 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $1.7 ტრილიონის ფარგლებშია.

საერთაშორისო კრიპტობირჟაზე ბოლო დღეებია ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად ეცემა.

ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ 850 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ერთ კვირაში 2%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

კრიპტოაქტივების ფასების შემცირება რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება, მათ შორის უმნიშვნელოვანესი კრიპტობირჟა BYBIT-ზე განხორციელებული კიბერშეტევაა, ასევე სრული კოლაფსი განიცადა არგენტინის პრეზიდენტის, ხავიერ მილეის მიერ მხარდაჭერილმა მიმკოინმა, LIBRA-მ. გარდა ამისა, ცუდ მდგომარეობაშია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შექმნილი კრიპტოვალუტაც.