The Guardian-ის ინფორმაციით, AstraZeneca გეგმავს კანადური ბიოფარმაცევტული კომპანია Fusion-ის შეძენას, რათა განავითაროს პროსტატის კიბოს მკურნალობის მეთოდები. გარიგება 2,4 მილიარდ ამერიკულ დოლარადაა შეფასებული.

გარიგება გულისხმობს AstraZeneca-ს პორტფელში Fusion-ის რადიოკონიუგატების (RCs,) შეტანას, რომლებიც, კომპანიის განცხადების თანახმად, უფრო ზუსტად ანადგურებს კიბოს უჯრედებს ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით.

ეს მეთოდი უზრუნველყოფს მკურნალობის მაღალ ეფექტიანობას და ნაკლებტოქსიკურობას ჯანმრთელი უჯრედებისთვის. 

„Fusion-თან ერთად, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, დავაჩქაროთ პროსტატის კიბოს მკურნალობის პოტენციურად ახალ მეთოდზე,“ - განაცხადა სიუზან გალბრეიტმა, AstraZeneca-ს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა.