ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, გიორგი გელაშვილმა თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს.
უცნობია, როდის და რის საფუძველზე წავიდა თანამდებობიდან გიორგი გელაშვილი.