აშშ რუსეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელებისკენ მოუწოდებს. მიმართვის ვიდეორგოლი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სოციალური ქსელით გავრცელდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართვაში აღნიშნულია, რომ რუსეთი მარცვლეულის გადაზიდვას ზოგჯერ აჩერებს ან თვეობით აჭიანურებს .
ვიდეორგოლში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე დაჟინებით მოითხოვს, რომ რუსეთმა შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გააგრძელოს მისი მოქმედება.
ამასთან, დეპარტამენტმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სურსათის დეფიციტი სურსათზე ფასების სწრაფ ზრდას გამოიწვევს.
„კრემლმა უნდა შეასრულოს თავისი სიტყვა“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებაში.