ევროკავშირი რუსეთთან დათმობას - რუსეთის სოფლის მეურნეობის ბანკის შვილობილი კომპანიის შექმნის შესახებ, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების ძალაში დასატოვებლად განიხილავს, - ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

რუსეთი ფერმების აღჭურვილობის მასალებზე წვდომასა და სადაზღვევო შეზღუდვების მოხსნასაც ითხოვს.ამას გარდა, რუსეთის სოფლის მეურნეობის ბანკის შვილობილ კომპანიას SWIFT-ის ფინანსურ სისტემასთან ექნება წვდომა, რომელიც რუსეთის ბანკებისთვის 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიხურა.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვი გამოდის მუქარით, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას 17 ივლისის შემდეგ აღარ გაახანგრძლივებს, რადგან საერთაშორისო სანქციები რუსული მარცვლეულის ექსპორტს უქმნის საფრთხეს.