შეერთებულმა შტატებმა სანქციების სიაში შეიყვანა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სტრუქტურები. შეზღუდვები შეეხო ზოგადი ფიზიკის ინსტიტუტს, ყაზანის სამეცნიერო ცენტრს და მყარი ფიზიკის შემსწავლელ ინსტიტუტს. ამის შესახებ აშშ-ს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა განაცხადა.
სანქციებს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ყაზანის სამეცნიერო ცენტრი ივლისში დაექვემდებარა. მასთან ერთად ყაზანის დენთის ქარხანა აშშ-ს ხაზინის შავ სიაში შევიდა.
გარდა კვლევითი ინსტიტუტებისა, სანქციები შეეხო რუსეთის საკონტეინერო გემებს Sasco Angara და Paramushir, რომლებიც ეკუთვნის Sakhalin Shipping Company (SASCO). კომპანია ლოგისტიკურ მხარდაჭერას უწევს რუსეთის ენერგეტიკულ პროექტებს.
სანქციების ქვეშ მოყვა 59 წლის ბიზნესმენი ანატოლი სმოლინი. აშშ-ს ხაზინა მიიჩნევს, რომ ის დაკავშირებულია რუსულ-უკრაინულ კერძო სამხედრო კომპანია Vega-სთან (Vega Strategic Services). Conflict Intelligence-ის გამომძიებლებმა აღნიშნეს, რომ 2018 წლიდან ეს ორგანიზაცია მუშაობს სირიაში ბაშარ ალ-ასადის ინტერესებიდან გამომდინარე. რაც შეეხება სმოლინს, ჟურნალისტების თქმით, ის იყო ამ კომპანიის დირექტორი და სხვადასხვა წლებში მუშაობდა სსრკ კგბ-ში და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში.