Apple მუშაობს ინტერფეისზე, რომელიც საშუალებას მისცემს თავის მომხმარებელს გონებით აკონტროლოს მოწყობილობები. კომპანიის პარტნიორია ამერიკული სტარტაპი Syncron, რომელმაც Stentrode ნეიროიმპლანტი შეიმუშავა. ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal ავრცელებს.

Syncron-ის იმპლანტანტი შეჰყავთ ვენის მეშვეობით - თავის ქალის გახსნის გარეშე. მოწყობილობა იწერს მოძრაობებთან დაკავშირებულ ნერვულ სიგნალებს და გარდაქმნის მათ iPhone-ის, Apple Vision Pro-ს და სხვა გაჯეტებისთვის განკუთვნილ ბრძანებებად.

ტექნოლოგია ამჟამად მოძრაობის დარღვევების მქონე პაციენტებზე ტესტირებას გადის.