ანტალიაში 7 თვის განმავლობაში საჰაერო გზით ჩასული ტურისტების რაოდენობამ 8 184 89 შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
საერთო რაოდენობიდან 3,5 მლნ რუსეთიდან და გერმანიიდან ჩასული ტურისტია. რუსეთი 1 853 879 ტურისტით პირველ ადგილს იკავებს. მას მოსდევს გერმანია 1,6 მლნ და ინგლისი 716 991 ტურისტით.
ათეულში მოხვდნენ პოლონეთი, ნიდერლანდები, ყაზახეთი, რუმინეთი, ისრაელი, ჩეხეთი და უკრაინა.
გასულ წელს, ამავე პერიოდში, ქალაქმა 6 688 513 ტურისტი მიიღო. ამ მაჩვენებლების მიხედვით, წელს ტურისტების რაოდენობა 22%-ით გაიზარდა.
ივლისში ანტალიას საჰაერო გზით 2 660 420 ტურისტი ეწვია, რაც გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 11%-ით მეტია.