აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალური ასამბლეის 80-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას ხედავს, თუმცა ალტერნატივად ისლამური რესპუბლიკის „განადგურება“ დაასახელა.
„დიდი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები. დაიდება თუ არა ირანთან შეთანხმება, რომელიც მათ ხელახლა აშენების საშუალებას მისცემს და იმაზე გაცილებით დიდებულ ქვეყანას შექმნის, ვიდრე ოდესმე ყოფილა, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში ან მსოფლიოშიც კი ერთ-ერთ უდიდესსაც? თუ ისლამურ რესპუბლიკას გავანადგურებ და ამას სწრაფად ვიზამ, რათა ხალხისა და ქვეყნების განადგურებისა და მოკვლის შანსი არასდროს მივცე? ჯოჯოხეთში გავგზავნი გადარჩენის შანსისა და თაობათა განმავლობაში მომავალი სიდიადის იმედის გარეშე?
თუმცა, მჯერა, რომ არჩევნების შემდგომ შეთანხმებას დაუყოვნებლივ მივაღწევთ, რადგან მათი მხრიდან აბსურდულია, რომ ასე არ მოიქცნენ. ისინი იცდიან, რათა ნახონ, რა შედეგი მექნება შუალედურ არჩევნებში. იმას ვერ ხვდებიან, რომ მე არ ვმონაწილეობ. ეს უკვე გავაკეთე და დიდი უპირატესობით გავიმარჯვე.
ჩვენ უზარმაზარი უპირატესობით გავიმარჯვეთ და აქ ორწელიწადნახევარი ვიქნები. რესპუბლიკური პარტია მონაწილეობს და მათ დავეხმარები, მაგრამ მე არ ვმონაწილეობ. როდესაც საქმე ირანს ეხება, არჩევნებზე ყურს საერთოდ არ ვუგდებ და არც დავუგდებ. აზრადაც არ მომდის. მხოლოდ იმას ვფიქრობ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება.
აშშ და ირანი ამას ნამდვილად იზამენ [რედ. - დადებენ შეთანხმებას]. ასე თუ ისე, ამას გავაკეთებთ. ეს მოხდება და ეს სწრაფად მოხდება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.