2022 წელს საქართველოში უცხოელი ტურისტების რაოდენობის აღდგენის მაჩვენებელი (72%) აღემატებოდა მსოფლიოსა (63%) და ცენტრალური/აღმოსავლეთ ევროპის (59%) საშუალო მაჩვენებლებს, თუმცა ჩამორჩებოდა ევროპისას (80%).

PMC Research-ის მონაცემებით, ვითარება გაუმჯობესდა 2023 წლის I კვარტალში, როდესაც საქართველოს აღდგენის მაჩვენებელმა 96%-ს მიაღწია, მაშინ, როცა მსოფლიოში საშუალო აღდგენის მაჩვენებელი 80%-ს უდრიდა, ევროპაში 90%-ს, ხოლო ცენტრალურ/აღმოსავლეთ ევროპაში - 59%-.

„გლობალურ საშუალო მაჩვენებლებთან შედარების გარდა, მნიშვნელოვანია საქართველოს ტურიზმის აღდგენის შეფასება, როგორც საერთაშორისო საორიენტაციო ქვეყნებთან შედარებით, ასევე რეგიონულ კონტექსტში.

საერთაშორისო საორიენტაციო ქვეყნებს შორის, 2022 წელს ყოველ მათგანში შესამჩნევი იყო ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვანი აღდგენა. ალბანეთმა პანდემიამდელ რიცხვს 18%-ით გადააჭარბა. მას მოჰყვა საბერძნეთი და ხორვატია, რომლებმაც მიაღწიეს პანდემიამდელი მაჩვენებლის 89%-ს და 88%-. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნებს შორის საქართველოში აღდგენის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 2023 წლის I კვარტალში საქართველოს მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, რადგან საქართველოში უცხოელი ტურისტების რაოდენობა თითქმის აღდგა 2019 წლის I კვარტალამდე (96%), რაც შედარებით უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე ხორვატიაში დაფიქსირებული (91%).

რეგიონულ კონტექსტში, 2022 წელს აზერბაიჯანში არ შეინიშნება ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვანი აღდგენა (49%-ით ნაკლები 2019 წელთან შედარებით). 2022 წელს თურქეთში უცხოელი ტურისტების რაოდენობა (98%) თითქმის აღდგა. აღსანიშნავია, რომ სომხეთში საქართველოზე მაღალი აღდგენა დაფიქსირდა. ანალოგიური ვითარება შენარჩუნდა 2023 წლის I კვარტალშიც: სომხეთმა (24%-ით) და თურქეთმა (9%-ით) გადააჭარბეს პანდემიამდელ მაჩვენებლებს და ლიდერობდნენ რეგიონში, ხოლო აზერბაიჯანში მაჩვენებლების მხოლოდ 60%-მდე“, - ნათქვამია მიმოხილვაში.