FBI-მ არალეგალური გემბლინგის ბრალდებით ათობით პირი დააკავა. ბიუროს დირექტორის, კაშ პატელის თქმით, დაკავებულებს შორის არიან NBA-ს მოქმედი და ყოფილი ვარსკვლავები. ასევე, დაკავებულები არიან ამერიკული მაფიის წევრები.
დაკავებულია მაიამი ჰითსის კალათბურთელი, 31 წლის ტერი როზიერი, რომელმაც ერთ-ერთი ბრალდებით, ტრავმის მანიპულაცია სცადა თამაშზე გავლენის მოსახდენად.
პროკურატურის მტკიცებით, როზიერმა მეგობარს უთხრა, რომ შეხვედრას ტრავმის გამო ნაადრევად დატოვებდა, რაზეც, ბრალდების მიხედვით, მისმა მეგობარმა $200 000-ზე მეტი ოდენობის ფსონი დადო. შარლოტ ჰორნეთსა და ნიუ ორლეანს პელიკანს შორის დაპირისპირებაში როზიერმა ტრავმის გამო თამაში 9 წუთის შემდეგ დატოვა.
ყოფილი კალათბურთელსა და პორტლენდ ბლეიზერის მთავარ მწვრთნელს, შონსი ბილუფსს კი ბრალი ყოფილ კალათბურთელებთან და მაფიის წევრებთან პოკერის არალეგალურად თამაშში ედება.
პორტლენდ ბლეიზერის მთავარი მწვრთნელი, შონსი ბილუფსი.
პატელმა განმარტა, რომ საქმეში ფიგურირებენ ნიუ იორკის მაფიის ხუთი დიდი ოჯახიდან ოთხის წევრები.