კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე თბილისის „იბერიის“ მეტოქეები გაირკვა.

უეფა-ს კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე გასული 36 გუნდი 6 ჯგუფში გადანაწილდა. „იბერიის“ მეტოქეები იქნებიან:

„კოპენჰაგენი“ (დანია), ​„ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი),​ „ხეტაფე“ (ესპანეთი), ​„სენტ-ტრუიდენი“ (ბელგია), „იაბლონეცი“ (ჩეხეთი), „მიალბი“ (შვედეთი).

საქართველოს ჩემპიონი „ცრვენა ზვეზდას“, „ხეტაფესა“ და „მიალბის“ თბილისში უმასპინძლებს, ხოლო „კოპენჰაგენთან“, სენტ-ტრუიდენთან“ და „იაბლონეცთან“ მატჩებს სტუმრად ჩაატარებს.

თამაშების ჩატარების თარიღები მოგვიანებით დაზუსტდება.

ამგვარად, საქართველოს ჩემპიონს მოუწევს ორ ისეთ გუნდთან თამაში, სადაც ქართველები გამოდიან – „ხეტაფეში“ საბა საზონოვია, „იაბლონეცში“ – ვახტანგ ჭანტურიშვილი.

1tv.ge