საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს.

ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.

უწყების განმარტებით, ღარიბაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების ლეგალიზების ფაქტზე წარედგინა.