ევროკავშირში განიხილავენ ურთიერთობების გაწყვეტას რუსულ კომპანია „ლუკოილთან“, რომლის წინააღმდეგაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა და მასთან ტრანზაქციების აკრძალვას, – ამის შესახებ პარასკევს Politico წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

„ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი აპირებს „გათავისუფლდეს“ რუსული ენერგეტიკული კომპანია „ლუკოილისგან“, რომელსაც აშშ-მა ამ კვირაში სანქციები დაუწესა, თუმცა ის არ შედიოდა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების მე-19 პაკეტში“, - იუწყება გამოცემა.

Politico–ს თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ ევროკავშირი „კომპანიასთან ტრანზაქციებზე აკრძალვის დაწესების ვარიანტზე მუშაობს“.

ვრცლად interfax – ზე