east-fruit-ის გავრცელებული ინფორმაციით, მოცვის მწარმოებელი ამერიკული კომპანია Agrovision მოცვის ფართომასშტაბიან მეურნეობას იუნანში (ჩინეთი) დანერგავს.
გამოცემის ცნობით, Agrovision, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მწარმოებელი და პრემიუმ ხარისხის ხილის მომწოდებელია, მთელი წლის მანძილზე.
Agrovision-მა დღეს განაცხადა, რომ ხელი მოაწერა შეთანხმებას მიდუს ოლქის Longhua Residents' კომიტეტთან, მასშტაბური სასოფლო-სამეურნეო ოპერაციების დანერგვის შესახებ.
პირველ ეტაპზე, ხელშეკრულება 33ჰა-ზე გაფორმდა, საერთო ჯამში კი, მოცვის პლანტაციის გაშენება 2000 ჰა-ზე იგეგმება.
სტატიიდან ირკვევა, რომ იუნანის პროვინცია გამოირჩევა ოპტიმალური მიკროკლიმატით, რაც Agrovision-ის მოცვის წამყვანი ჯიშების გასაშენებლად ხელსაყრელ პირობებს იძლევა.
ჩინეთის მასშტაბით გასაყიდად კენკრის პირველი მოსავალი 2025 წლის პირველ კვარტალშია მოსალოდნელი.