გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან არსებულმა საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირმა (ITU) კიბერუსაფრთხოების გლობალური ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც ქვეყნებს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით აფასებს. ინდექსში საქართველომ პროგრესი განიცადა და მეორე თანრიგის მქონე ქვეყნებს შორის დაიკავა ადგილი. საქართველოს ქულაა 91.92, რითიც ის ჩამორჩება აზერბაიჯანს (93.76 ქულა), რუსეთს (92.13 ქულა) და თურქეთს (100 ქულა), თუმცა ასწრებს სომხეთს (53.82 ქულა) და უკრაინას 83.93 ქულა.

ინდექსში ქვეყნები მათი ქულების მიხედვით დაყოფილია 5 თანრიგად, პირველ თანრიგში შედიან ქვეყნები რომელთა ქულაც მერყეობს 95-100 ქულამდე, მეორე თანრიგში შედიან ქვეყნები, რომელთა ქულებიც 85-95-ის ფარგლებში მერყეობს, მესამე თანრიგში შედიან ქვეყნები, რომელთა ქულაც 55-85-ის ფარგლებშია, მეოთხე თანრიგში შედიან ქვეყნები, რომელთა ქულაც 20-55-ის ფარგლებშია, ხოლო მეხუთე თანრიგში არიან ქვეყნები 0-დან 20 ქულამდე შედეგებით.

ვრცლად: bm.ge