Meta-ს ხელმძღვანელის მარკ ცუკერბერგის განაცხადებით, კომპანიის მიერ ახლად გაშვებულ Twitter-ის მსგავს აპლიკაციაში Threads 7 საათში 10 მილიონი მომხმარებელი დარეგისტრირდა.

ექსპერტების აზრით, Threads-მა შეიძლება მიიზიდოს Twitter მომხმარებლები, რომლებიც პლატფორმის ბოლო ცვლილებებით უკმაყოფილო არიან. Threads-ში მომხმარებლებს საშუალება აქვთ დაწერონ 500-ზე მტი სიმბოლო. 

მარკ ცუკერბერგის პროგნოზით, Twitter-თან კონკურენციის გაწევას დრო დასჭირდება, თუმცა ის აპლიკაციას სოციალურ ქსელად აღიქვამს, რომელსაც მომავალში დაახლოებით 1 მლრდ მომხმარებელი ეყოლება. 

აპლიკაცია ამ დროისთვის 100-მდე ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, მაგრამ ევროკავშირში ჯერჯერობით არ არის, რადგან აპლიკაციის გასაშვებად Meta-ს მარეგულირებლის თანხმობა სჭირდება.