ხუთშაბათს Facebook-ის მშობელი კომპანია Meta ტვიტერის მსგავს აპლიკაციას Threads აამოქმედებს, - ამის შესახებ Meta „ინსტაგრამზე“ წერს.
თავდაპირველად აპი მხოლოდ Apple-ს მომხმარებლებისთვის, წინასწარი შეკვეთით იქნება ხელმისაწვდომი და ის 2023 წლის 6 ივლისს გამოვა. Threads-ს ტვიტერის მსგავსი ვიზუალი ექნება და ის Instagram-თან იქნება დაკავშირებული.
Instagram-თან კავშირი აპის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, შეინარჩუნონ ანგარიშის სახელი და საკუთარი მიმდევრების ბაზა.
ცნობისათვის, Twitter-ის მომხმარებლები ბოლო დღეებია გარკვეულ პრობლემებს აწყდებიან, გასულ შაბათ-კვირას კი კომპანიის მფლობელმა ილონ მასკმა გადაწყვიტა ტვიტერის მომხმარებლებისთვის ტვიტების ყოველდღიური ლიმიტი დაეწესებინა.