ილონ მასკისთვის Twitter-ის ყიდვას ფინანსური კუთხით მოგება ჯერ არ მოუტანია. Fidelity ანალიტიკის მიხედვით, რომელსაც დასავლური მედია ციტირებს, სოციალური ქსელის ქულა 2/3-ით დაეცა. შეგახსენებთ, რომ მასკმა Twitter-ი $44 მლრდ-ად იყიდა.
2022 წლის ნოემბერში, Fidelity-ის გუნდმა ხელახლა შეაფასა ბიზნესი და მიუთითა, რომ Twitter-ის ფასი 20 მლრდ დოლარი იყო.
მაისის ბოლოს შეფასება განახლდა - $15 მლრდ-მდე შემცირდა.
Bloomberg-ის ცნობით, ბოლომდე გაურკვეველია, რა მონაცემებს ეყრდნობა Fidelity ასეთი მაჩვენებლების გამოცხადებისას, ორგანიზაცია არ ასაჯაროებს თავის მეთოდოლოგიას.
ამავდროულად, შეფასების ვარდნა არ ჩანს დაუჯერებელი: ჯერ კიდევ გარიგებამდე, თავად მასკმა თქვა, რომ Twitter-ის ღირებულება $44 მლრდ-ზე ნაკლები იყო, მაგრამ მან ვერ შეძლო გარიგებისას ფასის შემცირება.
კომპანიის შეფასების მკვეთრი ვარდნა მხოლოდ ერთ მიზეზს უკავშირდება - თავად მასკს. მისმა ქმედებებმა სოციალური ქსელის შეძენის შემდეგ რეკლამის განმთავსებლები შეაშინა და თავად სოციალური ქსელი უფრო ტოქსიკური გახადა.