სოციალური ქსელი Twitter წაშლის ისეთ ანგარიშებს, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიური არ ყოფილა. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა საკუთარ გვერდზე დაწერა.
მასკი მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ არააქტიური ანგარიშების წაშლის გამო, შეიძლება გამომწერების რიცხვი შეუმცირდეთ.