სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა გონიოში მდებარე უზბეკური რესტორანი არაგეგმურად შეამოწმეს და ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს.

სააგენტოს განცხადებით, დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები, ინფრასტრუქტურა არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს და მომხმარებლებს სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც ირღვეოდა. ამასთან, ობიექტი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ფუნქციონირებდა.

გამოვლენილი დარღვევების გამო რესტორანი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.