ჩინეთი და აშშ დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე ტარიფების ორმხრივად შემცირებაზე შეთანხმდნენ. მხარეები ასევე ხელოვნური ინტელექტის საკითხზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

ამის შესახებ Reuters-ი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეთანხმებას მხარეებმა ვაშინგტონში, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის ვიზიტის ფარგლებში მიაღწიეს.

გარდა ამისა, ჩინეთი და აშშ ხელოვნური ინტელექტის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ. მხარეები განიხილავენ ახალ ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის ფარგლებში.

შეთანხმება აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების დაძაბულობის შემცირების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე მიიღეს.

ამასთან, მიმდინარე კვირაში აშშ-მა და ჩინეთმა სავაჭრო ზავის მოქმედების ვადა 2027 წლის 10 იანვრამდე გაახანგრძლივეს. გადაწყვეტილება მხარეებს დამატებით დროს აძლევს ფართომასშტაბიანი სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად.

აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო დაპირისპირების ფონზე მხარეები ტარიფების შემცირებისა და სხვა ეკონომიკური საკითხების გარშემო მოლაპარაკებებს აგრძელებენ.