აშშ-ის კანონმდებლებმა მნიშვნელოვანი ეროვნული კრიპტო კანონპროექტი მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.
კანონპროექტის მიხედვით, ის აწესებს მარეგულირებელ რეჟიმს ე.წ. „სტაბილური კრიპტოვალუტისთვის“, რომელიც დაფუძნებულია სანდოდ მიჩნეული აქტივებით, როგორიც დოლარია.
CNBC-ის შეფასებით, სავარაუდოა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწეროს კანონპროექტს და უახლოეს პერიოდში ის უკვე ძალაში შევიდეს.
„გენიოსის აქტის“ სახელით ცნობილი კანონპროექტი, ვაშინგტონში კრიპტოვალუტის შესახებ კანონმდებლობის სამი ნაწილიდან ერთ-ერთია, რომელსაც ტრამპი მხარს უჭერს.