ყოველწლიურ ღონისძიებაზე კომპანია Apple-მა

iPhone 16 წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

როგორც კომპანიაში განაცხადეს, iPhone-ის ახალ ხაზს ექნება ხელოვნური ინტელექტის ახალი ფუნქციები - Apple Intelligence.

iPhone-ის ახალ ხაზში ინტეგრირებულია ისეთი ფუნქციები, როგორიცაა წერის ინსტრუმენტებს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ ელექტრონული ფოსტისა და ტექსტური შეტყობინებების დასაწერად.

Apple Intelligence-ი აღნიშნავს ახალი ეპოქის დასაწყისს Siri-სთვის“, - განაცხადა Apple-ის პროგრამული უზრუნველყოფის საკითხებში უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, კრეიგ ფედერიგიმ.

რაც შეეხება iPhone 16 Pro სერიას, ის 0.2 დუიმით უფრო დიდია, ვიდრე გასული წლის მოდელები - Pro 6.3 დუიმი, ხოლო Pro Max 6.9 დუიმი.

როგორც უცხოურ მედია წერს, iPhone 16-ის ფასი $799-დან დაიწყება, iPhone 16 Plus კი $899 ეღირება.

მომხმარებელს ახალი iPhone-ების შეკვეთა 20 სექტემბრიდან შეეძლებათ.