ტექნოლოგიური გიგანტი Apple-ი მომავალი წლიდან უფრო თხელი iPhone-ების წარმოებას გეგმავს. ამის სესახებ ინფორმაციას The Information-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ პოტენციური უფრო თხელი სმარტფონის წარმოება სავარაუდოდ 2025 წლის სექტემბრიდან დაიწყება და მას Apple-ი iPhone 17-თან ერთად წარადგენს. 

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით Apple-ი კომენტარის გაკეთებისაგან ჯერჯერობით თავს იკავებს.

ტექნოლოგიური ანალიტიკოსების მოსაზრებით, Apple-ის გადაწყვეტილება კომპანიის კონკურენტული უპირატესობის გაზრდას ემსახურება. უკვე რამდენიმე წელია, iPhone-ის დიზაინი მცირედით ან საერთოდ არ იცვლება, შესაბამისად, ამერიკულ გიგანტს ინდუსტრიაში სიახლის შემოტანა სურს. განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც ჩინეთში Honor-თან და Huawei-სთან, ხოლო გლობალურად Samsung-თან, კონკურენცია სულ უფრო რთული ხდება.