ტექნიკურმა გიგანტებმა 2022 წლის კრიზისს გაუძლეს და ბევრმა მათგანმა შარშან შემოსავალი და აქციების ფასები გაზარდა. თუმცა, არცერთი მათგანი Apple-ის შემოსავალთან ახლოსაც არ არის.

AltIndex.com-ის მონაცემების თანახმად, Apple 2023 წელს წამში 3074 დოლარს გამოიმუშავებდა, რაც ბევრად მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიის შემოსავალი წამში.

მას შემდეგ, რაც 2022 წლის მეორე ნახევარში 5 ტექნიკურ გიგანტს - Apple-ს, Microsoft-ს, Alphabet-ს, Meta-ს და Amazon-ს გაყიდვები და მოგება მნიშვნელოვნად შემცირდა, აღდგენა მოახერხეს. ეს  ნაწილობრივ შესაძლებელი გახდა ხარჯების შემცირებისა და ათიათასობით ადამიანის სამსახურიდან დათხოვნის შედეგად.

Statista-ს და კომპანიის ოფიციალური მონაცემებით, Apple-ს, Microsoft-ს, Alphabet-ს, Meta-სა და Amazon-ს შარშან $1,6 ტრლნ შემოსავალი ჰქონდათ, ხოლო წმინდა მოგება $290 მლრდ. ამ თანხის მესამედზე მეტი მოდიოდა Apple-ზე.

Apple-ის წმინდა შემოსავალი 12 თვის განმავლობაში, იყო 96,9 მილიარდი დოლარი, რაც 2,8%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხდება, როდესაც წმინდა შემოსავალი წამში ანგარიშდება.

Apple-ის 2023 წლის შემოსავალზე დაყრდნობით, კომპანიამ შარშან 3074 დოლარი გამოიმუშავა წამში, რაც თითქმის 1000 დოლარით მეტია Microsoft-სა და Alphabet-ის შემოსავალზე. ტექნიკურ გიგანტს ნახევარი წუთიც კი არ დასჭირდა იმ ფულის წლიური ოდენობის საშოვნელად, რომელსაც საშუალო ამერიკელი ოჯახი შოულობს ($75,000).

წამში გამომუშავებული თანხის სიდიდით, Apple-ის შემდეგ მოდის Microsoft და Alphabet წამში $2,443 და $2,115 მოგებით. Meta და Amazon ბევრად ჩამორჩებიან, შესაბამისად, $942 და $636-ით.