კომპანია Apple-მა საკუთარ მომხმარებლებს 92 ქვეყანაში გაუგზავნა შეტყობინებები და მოსალოდნელი ჯაშუშური თავდასხმების შესახებ გააფრთხილა.

როგორც კომპანიის გამაფრთხილებელი წერილიდან ირკვევა, კომპანია არ აკონკრეტებს, ვინ არიან თავდამსხმელები ან რომელი ქვეყნის მოქალაქეებს გაუგზავნეს გამაფრთხილებელი შეტყობინებები.

„Apple-მა აღმოაჩინა, რომ თქვენ ხართ დაქირავებული ჯაშუშური თავდასხმის სამიზნე. ისინი თქვენი ტელეფონის კომპრომატირებას ცდილობენ, რომელიც მიბმულია თქვენს Apple ID-სთან,“ - აღნიშნულია კომპანიის გამაფრთხილებელ წერილში.