Volkswagen-მა ოფიციალურად წარადგინა განახლებული ID.3 Neo — ელექტრო ჰეჩბექი, რომელიც არა უბრალოდ facelift-ია, არამედ მოდელის პრაქტიკულად თავიდან დაბადება. გერმანულმა ბრენდმა აღიარა წარსულის შეცდომები და მომხმარებელთა კრიტიკის შემდეგ მანქანა საფუძვლიანად გადააკეთა.

ყველაზე დიდი ცვლილება ინტერიერშია: დაბრუნდა ფიზიკური ღილაკები, გაუმჯობესდა მასალების ხარისხი, დაინსტალირდა ახალი 12.9-დიუმიანი ეკრანი და ბევრად უფრო მარტივი გახდა ყოველდღიური მართვა. წინა ვერსიის რთული touch-კონტროლები ფაქტობრივად ისტორიას ჩაბარდა.

ტექნიკურადაც პროგრესია. ახალი ID.3 Neo ხელმისაწვდომი იქნება სამი სიმძლავრით და რამდენიმე ბატარეით. მაქსიმალური სვლის მარაგი WLTP სტანდარტით 630 კილომეტრამდეა, ხოლო სწრაფი დამუხტვა 183 kW-მდე ავიდა.

Volkswagen-ისთვის ეს მოდელი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ID.3 იყო მათი ელექტრო ეპოქის სიმბოლო, თუმცა სტარტზე უამრავი კრიტიკა მიიღო. ახლა კი Neo ვერსიით კომპანიას სურს ყველას აჩვენოს, რომ შეცდომებზე ისწავლა.

ეს უკვე უბრალოდ ID.3 აღარ არის — ეს არის Volkswagen-ის მეორე შანსი ელექტრო ბაზარზე.

გამოყენებული მედიაწყაროები: