ვერაზე გუშინ მომხდარი სროლისას ერთი ადამიანი მოკვდა, ორი კი დაიჭრა. გამოძიების ვერსიით მოკლულმა პირმა თავდაპირველად თავად ისროლა მეორე პირის - გივი მარგველაშვილის მიმართულებით, შემდეგ კი საპასუხო სროლის შედეგად დაიღუპა. მოგვიანებით ცნობილი გახდა მისი ვინაობაც.
როგორც აღმოჩნდა გოგებაშვილზე შეიარაღებული დაპირისპირებისას მოკლული პირი 1985 წელს დაბადებული საბა გახოკიაა. ბიზნეს რეესტრში მის სახელს რამდენიმე კომპანია უკავშირდება. კერძოდ შპს ტრანსკო, სადაც ის 2022 წლამდე დირექტორი და - 100%-ის მფლობელი იყო , შპს ჯიმა ჯგუფი - 100% და შპს რემოარტი - 100%
შპს ტრანსკოს საქმიანობის აღწერაში ნათქვამია, რომ ის უზრუნველყოფს სამშენებლო მანქანების და მოწყობილობების იჯარა ოპერატორთან ერთად, შპს ჯიმა ჯგუფის საქმიანობა სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთებას და ტექნიკურ მომსახურებას უკავშირდება. შპს რემოარტის საქმიანობა კი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობას.
სხვადასხვა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საბა გახოკია და გივი მარგველაშვილი, თანასკოლელები იყვნენ და სავარაუდოდ მათ დაპირისპირებას მრავალწლიანი ისტორია აქვს.