თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე კაცის მოკვლის საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა. - ამის შესახებ საგამოძიებო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადეს.
"განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე დაკავებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ." - თქვეს საგამოძიებო სამსახურში.
გუშინ, 4 მაისს თბილისში კაცი მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.