თბილისში ორი ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა, ინფორმაციას და ფოტოებს ფეისბუქმომხმარებელი ლუკა ლეკიშვილი ავრცელებს. მისი თქმით, შემთხვევა ვაკეში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსების შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა.

ბოლო 10 დღეში, ქალაქის ცენტრში, ავტობუსების შეჯახების ეს უკვე მეორე შემთხვევაა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 19 მაისს ავტობუსები ერთმანეთს ყაზბეგის გამზირზეე შეეჯახნენ.