თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.