სამაშველო სამსახურებმა შეძლეს იმ ადგილების გადალახვა, სადაც შესვლა აქამდე ვერ ხერხდებოდა. სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. დასახულია ხვალინდელი სამოქმედო გეგმაც.

დილიდან თავდაცვის სამინისტროს კიდევ 200 სამხედრო, მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩაერთვება სტიქიის სალიკვიდაციო და სამძებრო სამუშაოებში. შედეგად, გაფართოვდება ძებნა-შველის ღონისძიებები. დაკარგულთა ოჯახის წევრებს კი, სტიქიის ზონაში შეიყვანენ.

საგანგებო შტაბი აცხადებს, რომ ვერტმფრენების და ცოცხალი ძალის რაოდენობა სტიქიის ზონაში საკმარისზე მეტია.

ბოლო მონაცემებით სტიქიის ზონაში ნაპოვნია 11 ცხედარი, ეძებენ 25 ადამიანს, მათ შორის არიან ბავშვები. ევაკუირებულია 210 ადამიანი