გა­ე­როს ცნო­ბით, მყინ­ვა­რე­ბის დნო­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში 2 მი­ლი­არ­დი ადა­მი­ა­ნის­თვის საკ­ვე­ბი­სა და წყლის მო­მა­რა­გე­ბას უქ­მნის საფრ­თხეს, რად­გან დნო­ბის ამ­ჟა­მინ­დელ "უპ­რე­ცე­დენ­ტო" ტემპს არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი შე­დე­გე­ბი ექ­ნე­ბა.

  • იუ­ნეს­კოს ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, მყინ­ვა­რე­ბის დნო­ბა და მთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში თოვ­ლის შემ­ცი­რე­ბა, რა­საც კლი­მა­ტის კრი­ზი­სი იწ­ვევს, სა­ვა­რა­უ­დოდ, მსოფ­ლი­ო­ში ირი­გა­ცი­უ­ლი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ მე­სა­მედ­ზე მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას.

მთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში 1 მი­ლი­არ­დზე მეტი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს და გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში მცხოვ­რებ­თა ნა­ხე­ვა­რი უკვე გა­ნიც­დის საკ­ვე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას. ეს მდგო­მა­რე­ო­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­უ­ა­რეს­დე­ბა, რად­გან ასეთ რე­გი­ო­ნებ­ში საკ­ვე­ბის წარ­მო­ე­ბა მთის წყლებ­ზე, დნო­ბად თოვლსა და მყინ­ვა­რებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბიც რის­კის ქვეშ არი­ან: მა­გა­ლი­თად, აშშ-ში კო­ლო­რა­დოს მდი­ნა­რის აუზი 2000 წლი­დან გვალ­ვის პი­რო­ბებ­შია, მო­მა­ტე­ბუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო კი ნა­ლე­ქის დიდი ნა­წი­ლი წვი­მის სა­ხით მო­დის, რო­მე­ლიც უფრო სწრა­ფად ჩა­მო­ე­დი­ნე­ბა, ვიდ­რე მთის თოვ­ლი, რაც გვალ­ვის პი­რო­ბებს ამ­ძი­მებს.

იუ­ნეს­კოს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ოდრი აზუ­ლემ გა­ნა­ცხა­და: "იმის მი­უ­ხე­და­ვად, თუ სად ვცხოვ­რობთ, მთებ­სა და მყინ­ვა­რებ­ზე ყვე­ლა­ნი რა­ღაც ფორ­მით ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი. მაგ­რამ ეს ბუ­ნებ­რი­ვი წყლის კოშ­კე­ბი საფრ­თხის წი­ნა­შე დგა­ნან. ეს ან­გა­რი­ში მოქ­მე­დე­ბის გა­და­უ­დე­ბელ სა­ჭი­რო­ე­ბას აჩ­ვე­ნებს."

მსოფ­ლიო მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სხვა კვლე­ვის, “კლი­მა­ტის მდგო­მა­რე­ო­ბის” ყო­ველ­წლი­უ­რი ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, მყინ­ვა­რე­ბის ცვლი­ლე­ბის ტემ­პი სა­გან­გა­შოა. კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ მყინ­ვა­რის მა­სის უდი­დე­სი ნა­წი­ლის და­კარ­გვა სწო­რედ ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­და, ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბი კი ნორ­ვე­გია, შვე­დე­თი, სვალ­ბარ­დი და ტრო­პი­კუ­ლი ან­დე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ.

იუ­ნეს­კოს წყლის მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის დი­რექ­ტორ­მა, აბუ ამა­ნიმ და­ა­მა­ტა, რომ მყინ­ვა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბას და­მა­ტე­ბი­თი გავ­ლე­ნა აქვს კი­დევ იმის გამო, რომ ყი­ნუ­ლის და­კარ­გვა ამ­რეკლ ზე­და­პირს მუქი ნი­ა­და­გით ანაც­ვლებს, რო­მე­ლიც სით­ბოს შთან­თქავს.

  • "მყინ­ვა­რე­ბის დნო­ბას გავ­ლე­ნა აქვს მზის რა­დი­ა­ცი­ის არეკვლა­ზე და ეს გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს მთელ კლი­მა­ტურ სის­ტე­მა­ზე," - ხაზი გა­უს­ვა მან.

ასე­ვე გა­იზ­რდე­ბა ზვა­ვე­ბი, რად­გან თოვ­ლზე მო­სუ­ლი წვი­მა ზვა­ვის წარ­მოქ­მნის მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რია. დნო­ბა­დი მყინ­ვა­რე­ბი­დან დაგ­რო­ვე­ბუ­ლი წყა­ლი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­თა­ვი­სუფ­ლდეს, რაც გა­მო­იწ­ვევს უე­ცარ წყალ­დი­დო­ბებს ხე­ო­ბებ­ში ან ფერ­დო­ბებ­ზე უფრო ქვე­მოთ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის.

წინა კვლე­ვამ, რო­მე­ლიც გა­სულ თვეს გა­მოქ­ვეყ­ნდა ჟურ­ნალ­ში Nature, აჩ­ვე­ნა, რომ თუ გლო­ბა­ლურ დათ­ბო­ბას არ შე­ა­ჩე­რე­ბენ, სა­უ­კუ­ნის ბო­ლომ­დე გლო­ბა­ლუ­რი მყინ­ვა­რის მა­სის ნა­ხე­ვა­რი და­ი­კარ­გე­ბა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის (IFAD) პრე­ზი­დენ­ტმა და UN-Water-ის თავ­მჯდო­მა­რემ, ალ­ვა­რო ლა­რი­ომ აღ­ნიშ­ნა, რომ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც და­ზა­რა­ლე­ბულ მთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში ცხოვ­რო­ბენ, მეტი მხარ­და­ჭე­რაა სა­ჭი­რო.

"მთე­ბი ჩვე­ნი მტკნა­რი წყლის 60%-ს გვაწ­ვდის, მაგ­რამ თე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ სა­სი­ცო­ცხლო რე­სურ­სებს იცა­ვენ, საკ­ვე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­ნიც­დი­ან," - გა­ნა­ცხა­და მან.

წყარო: ambebi.ge